“საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები 20%-ით გაეზარდა”, – მონაცემებს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
უწყების სტატისტიკით, 2025 წლის 7 თვის განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს 662 205 ვიზიტორი ესტუმრა, მათი უმეტესობა 54% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან.
როგორც ჩანს ვიზიტორებს საქართველოში კანიონები იზიდავთ. ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ყველაზე ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2024 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 748 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
სააგენტოს ცნობით, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…